logo
ENG



გვცემდნენ და გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ გვიყვარს სპეცრაზმი - როგორი ვითარებაა ბელარუსში

14 აგვ 202009:44
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლეს.

მოქალაქეების გათავისუფლება იმ პირობით მოხდა, რომ ისინი არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. 

დროებით პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დაკავების ცენტრებთან ახლობლები ელოდებოდნენ. გათავისუფლებულები სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ.

"ხალხს სპეცრაზმის ფურგონებში სახელმწიფო ჰიმნს ამღერებდნენ. ვინც შეცდომით მღეროდა, ურტყამდნენ. ფაქტობრივად, ყველას გვცემეს. შემდეგ საპატიმრო დაწესებულებაში შეგვიყვანეს და გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ „ჩვენ გვიყვარს სპეცრაზმი“. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ კედლების უკან ასეთი უკანონობა სუფევდა", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული. 

კიდევ ერთი დაკავებულის თქმით, სპეცრაზმს 5-კაციან საკანში 20 კაცზე მეტი ადამიანი ჰყავდა შეყვანილი. 

"მათ ყველა დააკავეს, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას - ქალს, კაცს, ბავშვს. შენობიდან გასვლა საკმარისი იყო, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებს საპატიმროში გადაჰყავდი. საკანი 5 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ კი ერთ სივრცეში 25 ვიყავით", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული. 

პროტესტის პირველი ოთხი დღის განმავლობაში შვიდი ათასამდე მოქალაქე დააკავეს, აქციის ორი მონაწილე კი გარდაიცვალა. ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. სანქციებზე ალაპარაკდა ამერიკაც. 


close დახურვა